2020-02-12

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საბავშვო ბაღი დაიწვა. 

როგორც "მშობელს" სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახურში განუცხადეს, შენობიდან აღსაზრდელების და საბავშვო ბაღის მასწავლებლების ევაკუაცია დროულად მოხდა.

მათივე ცნობით, ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 

ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღის ამბები