2019-05-28

ევექსი ჰოსპიტლებსა და წამყვან საერთაშორისო მედიცინის პროფესორთა ასოციაციას (ALIMP) შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება გრძელვადიანი პროფესიული თანამშრომლობა ევექსსა და ისრაელის წამყვან სამედიცინო პროფესორების გაერთიანებას შორის.

აღნიშნული მემორანდუმი საშუალებას აძლევს პაციენტებს საქართველოში მიიღონ ისრაელის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება ქართული საგადასახადო პირობებით რომელიც, ისრაელის კლინიკებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი ფასით არის განსაზღვრული.

ისრაელის ყველაზე ცნობილი, სხვდასხვა დარგის პროფესორები ევექსის ქსელში არსებულ ჰოსპიტლებში, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფენ პაციენტების რთული სამედიცინო შემთხვევების მართვას და ქირურგიულ მკურნალობას.

საქართველოში პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იქნება მიიღოს სწრაფი და მსოფლიო დონის სამედიცინო სერვისი ისრაელის წამყვანი პროფესორებისგან.

ევექსის ჰოსპიტლებს ამ მემორანდუმის ფარგლებში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, სრული ექსკლუზივი აქვს და ამ პროექტით გათვალისწინებული სარგებელის მიღება ბენეფიციარებისთვის მხოლოდ საქართველოში იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია რომ ALIMP-ში გაერთიანებული 60 პროფესორი მაღალი კლინიკური გამოცდილებით გამოირჩევა და მათ მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურებას ისრაელის კლინიკებში ყველაზე მაღალი ფასი აქვს.

დღის ამბები