2019-03-06

ელიკო ბებო 65 წლისაა და 14 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს.

როგორც ის „მშობელს“ უყვება, ამ გადაწყვეტილებამდე სამსახურის დაკარგვამ მიიყვანა.

„14 წელია რაც ვტაქსაობ, რომ გითხრათ, რომ ძალიან მომწონდა, არა, მაგრამ სამსახური რომ დავკარგე, სხვა გზა არ მქონდა და შევეგუე. 30 წელი ვმუშაობდი მაღაზიაში, პრივატიზაცია რომ დაიწყო, ხელი მოგვაწერინეს, მოგვატყუეს და უმუშევარი დავრჩი. უმუშევრობა არ შემეძლო, ჩემი საარსებო წყარო ეს არის. სანამ შემეძლება ვიმუშავებ, აბა აწი მე სამსახურში არავინ მიმიღებს“, - აცხადებს ელიკო ბებო.

ის მარტო ცხოვრობს და ამბობს რომ მეორე ნახევარი არასდროს ჰყოლია.

„შეყვარებულიც არასდროს მყოლია. ყველაფერი ბედის ამბავია, ასე მოხდა, თავიდანვე ვაჟკაცური ვიყავი და ამაზე არასდროს მიფიქრია“, - უთხრა „მშობელს“ ელიკო ბებომ, რომელსაც 8 მარტს 65 წელი უსრულდება.

ფოტო ფეისბუქ მომხმარებელს Nina Bitkash-ს ეკუთვნის, რომელმაც ის თავის გვერდზე გაავრცელა და საზოგადოებას ელიკო ბებო გააცნო. 

"ეს ელიკო ბებოა, დღეს გავიცანი. ტაქსის მძღოლია, უსაყვარლესია და ძალიან მაგრად ატარებს. ვაკის ტერიტორიაზე მოძრაობს ძირითადათ. ყველას გირჩევთ - ესეც ნომერი, 599514033, დაურეკეთ", - წერს ნინა.

დღის ამბები