2019-02-16

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც განხილულ იქნა კუჭის და ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ქუთაისს ეწვივნენ ლუქსემბურგის და ბელგიის წამყვანი სამედიცინო ცენტრის და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) ლიდერი ონკოლოგები: შტეფან რაუჰი და გაი იერუსალემ.

კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან მოწვეული ონკოლოგები, ზოგადი ქირურგები, სხივური თერაპევტები და მამოლოგები დაესწრნენ. შეხვედრაზე ქართველი ონკოლოგების მხრიდან წარმოდგენილი იქნა რვა კლინიკური შემთხვევა და უცხოელი კოლეგების ჩართულობით მოხდა თითოეული რთული სამედიცინო შემთხვევის განხილვა.

კონფერენციის ორგანიზატორია ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი, სადაც პაციენტები მკურნალობის კურსს ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან.

დღის ამბები