2021-12-22

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 670 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

დევნილების მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით „სოფლად სახლის“ პროექტში არა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

ცვლილებების თანახმად, ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს სააგენტო სახლს, 32 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის

შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ.

მნიშვნელოვანია რომ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროცედურისას, საცხოვრებლის ღირებულების დადგენის მიზნით, საექსპერტო დასკვნა აღარ მომზადება, რაც სრულად პასუხობს დევნილთა მოთხოვნას და განსახლების პროცესს რამდენიმე თვით დააჩქარებს.

იხილეთ სია

დღის ამბები