2021-09-07

მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტმებრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

საბჭოსვე გადაწყვეტილებით, ყველა სხვა შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება.

რაც შეეხება სწავლის პროცესს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

“ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა ტენდენცია - კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, - აცხადებს გაბუნია.

დღის ამბები