2021-06-01

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აგვისტოში მესამე ტალღის მეორე პიკის რისკი და ალბათობა არსებობს.

ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ქვეყანაში ზაფხულის ბოლოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებას ეხებოდა.

„ზოგადად, ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში დამშვიდებისკენ მიდის; მაგალითად, დილისთვის მსოფლიოში ინფიცირების 359 000 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მაშინ როდესაც ეს რაოდენობა ინდოეთში ეპიდემიის პიკი დროს იყო და მხოლოდ ინდოეთში დღიური შემთხვევების რიცხვი 400 000-ზე მეტი იყო. შემთხვევათა რაოდენობა ყველგან, მათ შორის ჩვენთან და ევროპაშიც ქვემოთ მოდის და ეს დაღმასვლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება, მაგრამ პროგნოზირების სხვადასხვა მონაცემებით, აგვისტოდან შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია. ამიტომ, თუ ჩვენ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას და რეგულაციას, რაც გაჟღერებულია, ამის ალბათობა ნაკლები იქნება, ხოლო თუ - არა, ამის რისკი და ალბათობა არსებობს“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები