2021-03-26

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. 

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!", - წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის: ადამიანის სხეული თავის პოზიციას სივრცეში ვესტიბულური აპარატის ფუნქციონირების გზით ინარჩუნებს. ამ სისტემის მთავარი ამოცანაა სხეულის მოძრაობისა და მდებარეობის ანალიზით წონასწორობის შენარჩუნება. ვესტიბულური დისფუნქციის განვითარებას "ვესტიბულოპათიას" უწოდებენ.

დღის ამბები