2021-03-24

რა გამოსავალი იპოვა 7 წლის დავითმა, რომელმაც მათემატიკის მაგალითი ვერ ამოხსნა - შესაბამის ფოტოს, მასწავლებელი ნათია კაკაბაძე ავრცელებს. 

"ბებოს დააგვიანდა მოსვლა. სხვა ბავშვები წავიდნენ და დავრჩით მე და დათა. მათემატიკური მაგალითების ამოხსნა უჭირს და ვიფიქრე, დამატებით ვამეცადინებ-თქო. ჩამოვაწიკწიკებინე მაგალითები დაფაზე და ვუთხარი 2 წუთით გავალ, სანამ შემოვალ პასუხები დამახვედრე-თქო. შემოვედი და დამხვდა პირწმინდად გასუფთავებული დაფა და მომღიმარი დავითი - გული დაგიხატეთო. ძალიან მიყვარს", - უყვება "მშობელს" ნათია კაკაბაძე.

ფოტო გამოყენებულია მშობლის თანხმობით.

დღის ამბები