2021-03-24

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების კვლავ გამკაცრებას არ გამორიცხავს. როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.

„შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან საქართველოში უკვე გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც წითელის ზონის მიმართულებით აქტიურად მიდის; ესენია: იმერეთი, გურია და თბილისი. სადაც ყველაზე მეტია მობილობა.

ამ ეტაპზე დადებითობის კოეფიციენტი 2,2%-ია, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე 1%-ს აღემატება, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. მეტ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები