2021-03-23

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აიცრა. მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის საავადმყოფოში გაიკეთა.

„სხვა პაციენტის შემთხვევაში, ასე თავზე დგომა არ შეიძლება. ყველამ გაიკეთეთ ცხვირზე ნიღაბი. ეს მხოლოდ ჩემი უსაფრთხოება არ არის, თქვენი უსაფრთხოებაცაა. ფანჯარა გააღეთ“, - მიმართა ტიკარაძემ მედიის წარმომადგენლებს ვაქცინაციამდე.

ინფორმაციისთვის: საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

დღის ამბები