2021-01-29

უცნობმა პირმა, სოლიდარობის ნიშნად, გლოვოს გაფიცული კურიერები, საწვავით უზრუნველყო. 

ამის შესახებ "მშობელს" ერთ-ერთმა მათგანმა განუცხადა. 

"გავჩერდი საწვავის ჩასასხმელად, ბიჭებიც გაჩერდნენ და მელოდებოდნენ. აქციაზე მივდიოდით. უცებ გადმოვიდა ეს ადამიანი საკუთარი მანქანიდან, მოვიდა ჩემთან და უთხრა საწვავის ჩამსხმელს, გაუვსეთ ბაკი, მე ვიხდიო. ყველას, ვინც რიგში იყო, განურჩევლად, მოპედი იყო თუ მანქანა, საკუთარი ხარჯით ჩაუსხა საწვავი. არ ვიცით ვინ არის, მაგრამ ადამიანია და როგორც ვიდეოზე ჩანს, არც ისე ცოტანი ვიყავით რიგში", - აცხადებს ის. 

რაც შეეხება გაფიცვას, კურიერები ტარიფის დაწევას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სანამ ძველ ტარიფს არ დააბრუნებენ, სამუშაოზე დაბრუნებას არ გეგმავენ. 

"მიზეზი ისაა რომ ტარიფები დააკლეს, კაპიკებს გვიხდიან, პანდემიამდე კარგი ტარიფი იყო. პანდემიის მერე ძალიან დააკლეს, არადა პიროქოთ უნდა იყოს. ამდენი კურიერი მივდივართ ამხელა რისკზე, რობოტები ხომ არ ვართ, ჩვენც ადამიანები ვართ. სანამ არ აწევენ ტარიფებს, იქამდე როგორც ადრე იყო, მანამდე არ გავჩერდებით".