2021-01-22

ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სკოლები ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი, პირველი მარტიდან არის დაგეგმილი.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებიც, პროფსასწავლებლებიც და უმაღლესი სასწავლებლებიც დაგეგმილია, 1 მარტიდან გაიხსნას, თუმცა ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

„მოგეხსენებათ ქვეყნის 8 დიდ ქალაქში მოქმედებს შეზღუდვები, ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში მდგომარეობის შემსუბუქება, გვაქვს შესაძლებლობა გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის. კონკრეტულად, დღეს საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყევტილება, რომ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი სკოლების, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისში და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლები და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილი 1 მარტიდან“, – განაცხადა ვიცე პრემიერმა.

მისივე განცხადებით, სკოლების გახსნის პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ.

“პირველი მარტიდან სკოლების პარალელურად იგეგმება საბავშვო ბაღების, პროფესიული სასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნაც”, - დასძინა ცქიტიშვილმა.

დღის ამბები