2021-01-22

საქართველოს მთავრობაში არსებული უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით:

1-ელი თებერვლიდან -  ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში გაიხსნება:

- მუნიციპალური ტრანსპორტი(შაბათ კვირის გარდა)
- სკოლები
- მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები(შაბათ კვირის გარდა)

პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიხსნება:

- მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები (შაბათ კვირის გარდა)

პირველი მარტიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიხსნება:


-სკოლები
-საზოგადოებრივი ტრანსპორტი(შაბათ-კვირის გარდა)

ამასთან, ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

კვების ობიექტების გარე სივრცეები გამონაკლისის სახით მხოლოდ აჭარაში გაიხსნება. შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნება.

დანარჩენ საქართველოში რესტორნები არსებული შეზღუდვებით გააგრძელებენ მუშაობას. მათ შეუძლიათ კვლავ გატანის სერვისით იმუშაონ.

პირველი მარტიდან დაგეგმილია საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება, თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

ძალაში რჩება:

- ე.წ. კომენდანტის საათი(21:00 საათიდან 05:00 საათამდე)
- შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე
- აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრების რეგულარული გადაყვანა

ამასთან, ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწევთ საკუთარი თანამშრომლოების ტესტირება გარკვეული პერიოდულობით:

კერძოდ, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებთან ეს მოთხოვნა არის 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50 %-ის ტესტირება.

„სკოლების გახსნასთან ერთად პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ. უკვე დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში 1 მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს მისი თანამშრომლები. ეს მიდგომა ჩვენ საშუალებას მოგვცემს ბიზნესმა დაიცვას მისი თანამშრომელი და მომხმარებელი და ზოგადად, ქვეყანას აგვაცილოს ვირუსის უკონტროლო გავრცელება,“- განაცხადა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები