2020-10-12

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 ბაღი თანამშრომლებში კოვიდინფექციის დადასტურების გამო არ გაიხსნა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა.

„მინდა მივულოცო თითოეულ ბავშვს დღევანდელი დღე და წარმატებული სასწავლო-სააღმზრდელო წელი ვუსურვო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენ ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უზრუნველყოფილი სრულიად უსაფრთხო გარემოთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა. ასევე, ინფრასტრუქტურულ და მეთოდოლოგიურ ნაწილშიც შეიცვალა ბევრი რამ, რომ უსაფრთხოება მაღალ დონეზე ყოფილიყო აყვანილი. 183 ბაღიდან გაიხსნა 179 ბაღი, 4 ბაღი არ გაიხსნა გამომდინარე იქიდნა, რომ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“, - აღნიშნა კახაბერ გვანცალაძემ.

იხილეთ ახალი წესები, რომლის დაცვაც ბაღში ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ მოგიწევთ.

დღის ამბები