2020-10-09

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში ფართომასშტაბიან შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ორშაბათს, 12 ოქტომბერს, გახდება ცნობილი კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები იგეგმება დედაქალაქში.

"რაც შეეხება ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები, ან იქნება თუ არ იქნება, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტენ და ყველასთვის გახდება ცნობილი",-განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები