2020-09-26

"აჭარაში სასწავლო პროცესის განახლდება მაშინ , როცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებას უკავშირდება როგორც შიდა, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენაც. 

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრიდან, აჭარაში შიდა ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა, დღეიდან კი შეიზღუდა საქალაქთაშორისოს მოძრაობაც. ასევე, შეზღუდვა დაუწესდა რესტორნებს, რომლებიც მხოლოდ 22:00სთ-მდე იმუშავებენ. 

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის 296 ახალი შემთვევაა დაფიქსირებული, აქედან 166 მხოლოდ აჭარაში.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 4960 -ს შეადგენს. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1819-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღის ამბები