რუსეთში კორონავირუსმა ცნობილი რეჟისორი სამველ გასპაროვი იმსხვერპლა.
გამოსათხოვარ სიტყვებს, მისი ერთადერთი ქალიშვილი ნინო ბებრიშვილი facebook-ის გვერდზე აქვეყნებს:
"უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანეთ და გაიზიარეთ ჩემი მწუხარება. თქვენი თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია! განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მამას მოსკოველ მეგობრებს, რომლებმაც იქ არსებული რთული სიტუაციისა და აკრძალვების მიუხედავად, მოახერხეს ეზიარებინათ ის რეანიმაციაში, ეკლესიაში დაასვენეს და, ყველა წესის დაცვით, საკადრისი პატივით დაკრძალეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მამას დააკლდა მთავარი – ის უკანასკნელ გზაგზე ვერ გააცილა მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა. მართლა განსაკუთრებული მამა მყავდა - ყველაზე მზრუნველი და ყველას იმედი, რომელსაც სხვისი გახარება თავად უფრო მეტ სიხარულს ანიჭებდა.
მიუხედავად სიშორისა, მეც არ მომკლებია მისი გვერდში დგომა და მამობრივი სიყვარული. სიყვარულის ნიჭი მისი ერთერთი ღირსება იყო... მე კი ახლა შემიძლია მხოლოდ ლოცვა და ზრუნვა მისი სულის გადასარჩენათ, რასაც ორმოცამდე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ვისაც ჩვენი ოჯახიდან რაიმე სიკეთე გახსოვთ, გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ მამაჩემი მისი ნათლობის სახელით - ახლადშესვენებული სვიმეონი", - წერს რეჟისორის ქალიშვილი.
სამველ გასპაროვი თბილისელი იყო და კინოსარეჟისორო სამყაროში ძალიან ცნობად და აღიარებულ რეჟისორად ითვლებოდა. მისი მეუღლე, ცნობილი მსახიობის, ფილმის „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" გმირი ნატალია ვავილოვა გახლდათ. გასულ წლებში წყვილს მუდმივ საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლაც სურდათ. რეჟისორ გასპაროვს, საქართველო ყოველთვის საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა და თბილისი მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო დედამიწაზე.