2020-04-09

თბილისის საბავშვსო ბაგა-ბაღებში პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. 

როგორც "მშობელს" ბაღების ბართვის სააგენტოში განუცხადეს, პროდუქტების ჩამონათვალი უცვლელია და შემდეგნაირად გამოიყურება: შაქარი, ფქვილი, ზეთი, კარტოფილი, ხახვი, ყველი, ჩაი, ხილფაფა, კვერცხი, რძე.

შეგახსენებთ, რომ ბაღების აღსაზრდელთათვის პროდუქტები ყოველ 14 დღეში ერთხელ რიგდება. აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერს, კახა კალაძეს ეკუთვნის და ახალი კოორნავირუსის გავრცელების გამო, ბაღების დახურვის საკითხს უკავშირდება. 

მშობლებს, ბაღიდან ეტაპობრივად დაუკავშირდებიან და ისინი პროდუქტის წაღებას შეძლებენ. 

დღის ამბები