2020-04-09

5 წლის გოგონას, მეტსახელად "ლუღის", მალე პატარა წითელი სახლი ექნება. 

ამის შესახებ ინფორმაციას, წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი სალომე ფაცაცია ავრცელებს. 

"ერთ დღეში უკვე 8150 ლარია ანგარიშზე, თანხები გაერთიანდება და "ლუღის" მალე პატარა წითელი სახლიც ექნება", - წერს სალომე ფაცაცია. 

სალომესთან ერთად, ქრისტინას სახლისთვის ფულს ანა ბაკურაძეც აგროვებს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას რამდენიმე წელია ეწევა. მან მეგობრების და ფეისბუქ მომხმარებლების დახმარებით ქრისტინასთვის 8 762 ლარის შეგროვება შეძლო.

5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე, საზოგადოებამ მისი სახალისო ვიდეოთი გაიცნო. 

ის მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში ცხოვრობს. 

"ფანჩვიძეების ოთხოთახიანი ოდა სახლი, თითქმის დანგრეულია. არ აქვს კარ-ფანჯარა და ჭერი. იატაკის ნაწილი კი, რაც სახლს შემორჩა დამპალი და ჩაშლილია. ქრისტინას მამა, ბებია და ბიძა ზრდიან. ოჯახი ახლა ოროთახიან დამხმარე ნაგებობაში ცხოვრობს. იქ ერთადაა მისაღებიც, სამზარეულოც და საძინებელიც. ამ პირობებში უვლიან ოჯახის მეხუთე წევრსაც, ქრისტინას მამიდას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა", - წერს რადიო ათინათი.

როგორც ქრისტინა ამბობს, მისი „სახლი ყველგან გახვრეტილია, აი, კარებთანაც გახვრეტილია, აი, აგერაც გახვრეტილია“.

„მინდა წითელი სახლი მქონდეს, კომპიუტერი მინდა, აი, თავისი მაგიდა, რომ მოყვება და კიდევ ველოსიპედი მინდა, მაგრამ ყველაზე მეტად დედა მენატრება. მამა კი ყველაზე მეტად მიყვარს, მერე ბებია, ბიძა. კიდევ მამიდა მიყვარს, ის ცუდადაა, სულ წევს“, - ამბობს ქრისტინა.

რაც უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდება, "ლუღის" წითელი სახლიც, უფრო მალე იქმება.

GE80BG0000000604512100
თიბისი ბანკი

GE03TB7611645061100028
საქართველოს ბანკი

პ/ნ 39001042995.

დანიშნულება - "ქრისტინასთვის"

მიმღები: ანა ბაკურაძე

 

GE42BG0000000649707800
საქართველოს ბანკი

GE97თB7581745061100025
თიბისი ბანკი

პ/ნ 19001029497

მიმღები: სალომე ფაცაცია

 

დღის ამბები