2020-04-09

"რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში".

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

"ჩვენ ჯერ ველოდებით ტესტირებების საბოლოო შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში. ცალკეული კლასტერები უკვე ფიქსირდება სხვადასხვა რეგიონში. ქობულეთში არის სერიოზული კლასტერი, აგრეთვე, მარნეულსა და ბოლნისში. ახლა ლენტეხი გაჩნდა, სამეგრელოში არის რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში, ვნახოთ რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 214
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 50
მათ შორის გარდაცვლილი- 3
კარანტინის რეჟიმში - 4722
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408

დღის ამბები