2020-04-09

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე.

"ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა ამ გამკაცრებული ღონისძიებებიდან გამოსვლის, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი - მოქალაქის ჯანმრთელობას და Covid 19-ის გავრცელების შეჩერებას და ასევე ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნებასა და სამუშაო ადგილების ამუშავებას შორის. დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოს ამ მიმართულებით ქვეყანაში ყველაზე დიდი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები ეხმარებიან. ესენი არიან, როგორც საქართველოში დღეს ყველაზე დიდი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები, რომლებიც გვეხმარებიან და ეს გეგმა უკვე არსებობს. ჩვენ ამ გეგმის დეტალებზე ვმუშაობთ. მიდგომა მარტივია - პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არც ერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 214
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 50
მათ შორის გარდაცვლილი- 3
კარანტინის რეჟიმში - 4722
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408

 

დღის ამბები