2020-03-10

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მონაწილეთა სია ცნობილია.

განაცხადების მიღება 6 მარტს დასრულდა. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ შემოსულია 128 წიგნი. ლიტერატურული პრემია საკონკურსოდ განიხილავს 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარადგენს.

კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით.

ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს 5 000 ლარს. პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს. პრემია ყოველწლიურია და წელს უკვე მეხუთედ გაიცემა.

2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე
და სხვები.

მონაწილეთა სია:

ბესო ხვედელიძე - "განჯადოება" სულაკაურის გამომცემლობა
მიშა ბახსოლიანი - "კანიბალიადა" სულაკაურის გამომცემლობა
ბესო სოლომანაშვილი - "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი დასახვრეტებისა" სულაკაურის გამომცემლობა
აკა მორჩილაძე - "ფარშავანგი" სულაკაურის გამომცემლობა
ანა კორძაია-სამადაშვილი - "ზინკა ადამიანი" სულაკაურის გამომცემლობა
ლაშა ბუღაძე - "აუდიტორია" სულაკაურის გამომცემლობა
აბო იაშაღაშვილი - "განჯის კარი" ნეკერი
გელა ჩარკვიანი - "მერმისის ჭაღარა მთვარეები" არტანუჯი
თორნიკე რაზმაძე - "მჭიდროდ დაკეცილი დროშები" არტანუჯი
ნესტან ნენე კვინიკაძე - "38,44" ინტელექტი
ირაკლი სამსონაძე - "ქელეხი-ქორწილი" ინტელექტი
გურამ ოდიშარია - "შენთანუშენოდ" ინტელექტი
თამარ გეგეშიძე - "საშლელები" ინტელექტი
თეონა დოლენჯაშვილი - "ჩაანააცვლება" ინტელექტი
გიორგი შერვაშიძე - "გოგლიმოგლი აფხაზურად" ინტელექტი
ქეთევან თავდიშვილი - "ლიტერაატურული წერილები" ინტელექტი
ალეკო შუღლაძე - "ქრონიკული დაღლილობის სურნელი" პალიტრა L
ლექსო პაიკიძე - "ეძღვნება გაბოს" ბენდესი
შერმადინ მიქელთაძე - "უდუმბარა" კალმოსანი
ნატო დავითაშვილი - "ორსის ორდენის სიმხეცე" წიგნები ბათუმში

ლიტერატურა