2018-01-31

შიში ადამიანის ბუნებრივი მტერია, მასთან გამარჯვება კი საკმაოდ რთული საკითხია. არსებობს შიშის სხვადასხვა სახე, კერძოდ, ცვლილების, გადაწყვეტილების მიღების, პასუხისმგებლობის აღების, შიში გადახვიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე, დისკომფორტის, რისკის  შიში... ხშირად ადამიანები ვერ ახერხებენ მის დაძლევას, რაც ყველა მისი განზრახვის და მიზნის მოსპობას გულისხმობს.

შიში - ემოციაა, რომელიც ყველა ადამიანშია ჩადებული, როგორც დაცვითი მექანიზმი. „ბრძოლა ან გაქცევა“ - ეს არის ტვინის ავტომატური პასუხი საფრთხის შეგრძნებაზე. ზოგჯერ ჩვენი შიშები დაკავშირებულია არა ფიზიკურ საფრთხესთან, არამედ საფრთხის მოახლოების მხოლოდ შეგრძნებასთან, რომელიც არსებობს სადღაც შორს ჩვენში. ეს შეიძლება იყოს წარუმატებლობის ან მარცხის შიში. ასეთი შიშები არ უქმნის საფრთხეს სიცოცხლეს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე შეიძლება გვქონდეს ძლიერი ემოციური რეაქცია. ჩვენ დავინახავთ, რომ ეს შიში გვაიძულებს გავექცეთ ამ საშიშროებას, რეალურად ან ემოციურად და უარი გვათქმევინოს იმ რისკის გაწევაზე, რომელმაც შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრება. შეიძლება შიშმა ჩვენი პარალიზებაც კი  მოახერხოს და სრულიად უმოქმედო გაგვხადოს.

- და ემართება ადამიანს იმ შემთხვევაში თუ შიშმა გააქცია?

- არაფერი, გარდა იმისა, რომ ის ვერასოდეს ისწავლის. ვერასოდეს გახდება მცოდნე ადამიანი. ის შეიძლება იქცეს ჯიუტ არსებად, რომელსაც არაფრის დანახვა არ სურს, ან იქცეს უწყინარ, შეშინებულ კაცად, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, დამარცხებული დარჩება. მისი პირველი ბუნებრივი მტერი ყველა განზრახვას მოსპობს და ბოლოს მოუღებს.

- რა უნდა გავაკეთოთ შიშის დასაძლევად?

 - პასუხი ძალიან მარტივია: არ უნდა გაიქცეთ. უნდა სძლიოთ შიშს და მის შესახვედრად ნაბიჯი თვითონ უნდა გადადგათ, სისტემატიურად უნდა იაროთ მისკენ. არ უნდა შეჩერდეთ, თუნდაც მთლიანად იყო შეპყრობილი შიშით. ასეათია წესი. ბოლოს დადგება წუთი, როცა თქვენი პირველი მტერი აღიარებს თქვენს გამარჯვებას  და უკან დაიხევს. ამ დროს საკუთარი თავის რწმენას იგრძნობთ. თქვენი განზრახვა კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება. ამ დროს კი შეგიძლიათ თქვათ,  რომ პირველ ბუნებრივ მტერს სძლიეთ.

წარმატებული ადამიანები „იბრძოლე ან გაიქეცი“ -ს ირჩევენ. წარმატებული ადამიანები ებრძვიან ამ შიშებს და აკეთებენ იმას, რასაც წარუმატებელი ადამიანები არ აკეთებენ. მიიღეთ გადაწყვეტილება, იაროთ წინ - ეს არის ერთადერთი საშუალება შიშის დასამარცხებლად. შიშის დამარცხება მოხდება ნელ-ნელა, მაგრამ გაქრება სწრაფად, ხოლო თუკი ერთხელ სძლევთ მას, მისგან სიცოცხლის ბოლომდე გათავისუფლდებით.

 

ნათია ახობაძე - ფსიქოთერაპევტი

სპეციალურად "მშობელისთვის"

 

ბლოგი