2018-11-05

სცენა, აპლოდისმენტები, ოვაციები, კმაყოფილი მაყურებლები და ბუნდოვნად დანახული დარბაზი... დარბაზი, რომელიც ყოველ ჯერზე პროფესიული განვითარების, საკუთარ თავზე მუშაობის და შრომის სტიმულს გაძლევს - გინდა, ყოველ ადამიანს მადლიერი თვალებით შეხედო, ღიმილს ღიმილით უპასუხო და თვალებიდან გცვიოდეს უხვად გაცემული „მადლობა“ ... მადლიერების გამოხატვა კი პირისპირ გიწევს, რადგან სცენიდან დანახვა რთულია. ბუნდოვნად დანახული ყოველი მაყურებლის სილუეტი ერთმანეთში ირევა, სიყვარულს გრძნობ, მაგრამ ვერ ხედავ, ერთგვარ რევერანსში სცენაზე კი იმ ადამიანის წვლილიცაა, ვინც დარბაზში ჯდომით აღიარებს, რომ მსახიობი ხარ... და ბოლოს, ყველაფერი იცვლება: ამარცხებ უცნაურ შიშს და ეგებები ახალ ცხოვრებას - ცხოვრებას ბუნდოვნების გარეშე.

ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი
„თითქოს ყველაფერი სხვანაირია. ვერც კი ვხვდები, რისი მეშინოდა. მუდამ წარმომედგინა, რომ თვალზე ოპერაციის დროს ყოველი მანიპულაცია უნდა მენახა და შემეგრძნო, რადგან საქმე მხედველობის ორგანოს ეხებოდა, მაგრამ თურმე არა... არანაირი ტკივილი, არანაირი დისკომფორტი და არანაირი რეაბილიტაცია - მართლა საოცრებაა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წუთში ათმაგად გაუმჯობესებული მხედველობით დავბრუნდი სახლში. ერთ თვალში მხედველობის 30, მეორეში კი მხოლოდ 10 პროცენტი მქონდა შენარჩუნებული. დღეს სულ სხვაგვარადაა საქმე. ქუჩაში გამვლელებს ვცნობ, ყველა კადრს ფანტასტიურად აღვიქვამ და აღარც თეატრში მეხუმრება ვინმე. იმდენად მიჩვეული ვიყავი იმას, რომ ვერ ვხედავდი, ცოტა მიკვირს კიდეც. არადა, ნერვიულობის ფონზე ლამის ოპერაცია გადავიფიქრე. საკუთარ გადაწყვეტილებაში გამიმართლა: რეგიონული ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიური ცენტრი ერთ-ერთი გამორჩეული გუნდითაა დაკომპლექტებული. უპირობოდ მაგარი და ულტრათანამედროვეა სამედიცინო აღჭურვილობაც, სწორედ ამიტომ დასრულდა ჩემი ოპერაცია რამდენიმე წამში და სწორედ ამიტომ ვხედავ ახლა ყველაფერს კარგად.“

გიორგი ვარდოსანიძე, მსახიობი
„ოპერაციამ ისე მარტივად ჩაიარა, არც კი მჯეროდა. წარმომედგინა, რომ ცოტა უფრო რთული პროცესი იყო. სინამდვილეში კი ყველაფერი 10-15 წუთში დასრულდა. აბსოლუტურად უმტკივნეულო იყო თავად ოპერაციაც. შედეგი კი ნამდვილად ფანტასტიურია. მხედველობა მეორე დღესვე აღმიდგა. ისეთი კმაყოფილი ვარ, რომ დაჯერებაც მიჭირს. წელიწადნახევრის განმავლობაში სათვალის ტარებამ უდიდესი დისკომფორტი შემიქმნა. მინუსთან ერთად, მქონდა ასტიგმატიზმიც და, შესაბამისად, უსათვალოდ ცუდად ვხედავდი. დღეს კი ასპროცენტიანი მხედველობა მაქვს. სამედიცინო ტექნოლოგიებში ვერ ვერკვევი, თუმცა ჩემთვისაც კი შესამჩნევი იყო, რამდენად უახლესია რეგიონული ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიური ცენტრის აღჭურვილობა. ფანტასტიურ გარემოს კი ჰქმნიან პროფესიონალი ადამიანები ბატონი მიხეილ ომიაძის ხელმძღვანელობით. მათი დამსახურებით, პაციენტის ამპლუაში თავი ლაღად და უდარდელად ვიგრძენი.

მიხეილ ომიაძე, პროფესორი, რეგიონული ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი
ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი იყო ის ჩივილები, რითაც მსახიობებმა, ნანკა კალატოზიშვილმა და გიორგი ვარდოსანიძემ ჩვენს ოფთალმოლოგიურ ცენტრს მიმართეს. პროფესიიდან გამომდინარე მათ პრობლემები ექმნებოდათ. სათვალისა და კონტაქტური ლინზის ტარება ორივე მათგანისთვის დისკომფორტთან იყო ასოცირებული. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათთვის ფემტო ექსიმერ ლაზერული კორექცია გაგვეკეთებინა. პაციენტებს გამოკვლევები ჩაუტარდათ, რომელსაც სულ საათნახევარი დასჭირდა, გაესინჯათ თვალის ყველა შრე და გარსი. მეორე დღეს კი ოპერაცია დაიგეგმა. ნანკა კალატოზიშვილი და გიორგი ვარდოსანიძე ამ ეტაპზე თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ. შეიძლება ითქვას, რომ უფრო ახლოს არიან სამყაროსთან. მათ მხედველობა სრულად აღუდგათ, რაც მეტწილად თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის დამსახურებაა. აპარატი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ დღეს არსებული აპარატებიდან ყველაზე სწრაფად აკეთებს რქოვანის ანათალს, ანუ შეხების მომენტი ყველაზე ხანმოკლე, 6 წამი აქვს. ამის შემდგომ პაციენტი მეორე აპარატზე, ექსიმერ ლაზერზე გადადის, რომელიც ახლომხედველობის მოხსნას 10-15 წამის განმავლობაში ახერხებს. ერთი სიტყვით, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც პაციენტებს სრულ გამოჯანმრთელებას, აბსოლუტურ კომფორტსა და დროის მაქსიმალურ დაზოგვას ჰპირდება.

ბლოგი