2019-06-07

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე - 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ძალადობა