2019-02-12

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი შეიქმნა.

ამის შესახებ სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.

ძალადობა