2020-02-04

საბავშვო ეტლებზე კვლევა პროფესორმა ოთო აბესაძემ ჩაატარა და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ჯგუფში - დედები და მამები - გამოაქვეყნა. 

როგორც აბესაძე აცხადებს, კვლევა ჩატარდა იმ საბავშო ეტლებზე, რომლებსაც სერტიფიცირებული ქარხნები აწარმოებენ და საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა ჰყავთ. 

"ჩემი მიზანი იყო გამომევლინა ქართულ ბაზარზე არსებული ეტლი, რომელიც აკმაყოფილებდა ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს და ექნებოდა ყველაზე ოპტიმალური ფასი.

კვლევის კრიტერიუმები იყო შემდეგი:

1. მწარმოებელი ქვეყანა ✅

2. მწარმოებელი ქარხნის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები ✅

3. წარმოებაში ჩაშვებამდე გამძლეობის, რისკების, მასალის უსაფრთხოების და ა.შ. ტესტირების შედეგები ✅

4. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების ათვისება (ორთოპედიული, ფსიქოლოგიური, ეტლში ჰაერის ცირკულაცია და ა.შ.) ✅

5. ეტლის სიმაღლე ✅

6. ეტლის წონა ✅

7. ეტლის ტექნიკური პარამეტრები (გაშლა-დაკეცვა) ✅

8. ეტლის ზომა, მანევრირება, ამორტიზირების სისტემა, საბურავების ხარისხი და მთავარი ღერძის სიმძიმეზე, სიმყარისა და ბალანსზე ტესტირების ცნობა ✅

9. ეტლის ქსოვილის ეკოლოგიურად ნატურალურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ✅

ანექსი, ქამი, მიმა, ჰაუკი, კიკო და სტოკი. ეს ის ბრენდებია, რომლებზეც ინფორმაცია მოვიძიეთ როგორც პირადად ასევე მათ ოფიციალურ ვებ. გვერდებზე და შევადარეთ მაქსიმალურად ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ბრენდი ბრწყინვალედ შეესაბამება ყველა ტიპის საერთაშორისო სტანდარტს და არიან ნამდვილად ძალიან ხარისხიანები", - აცხადებს აბესაძე.

ცნობისთვის, ოთო აბესაძემ, საბავშო პროდუქტზე კვლევები, საკუთარი შვილისთვის დაიწყო. აღნიშნული კვლევის შემდეგ კი, არჩევანი ორ ბრენდს შორის გააკეთა. ესენია ქამი და ანექსი, არჩევანი კი, მისი თქმით, სამმა კომპონენტმა განსაზღვრა - წონა, ფუნქციურობა და ფასი.

✅ ანექსი. ფასი 2 150 ლარი. ორეული (მყარი გონდოლა და სასეირნო სავარძელი) საშუალო წონა 12-13კგ. მწარმოებელი ქვეყანა პოლონეთი.

✅ ქამი. 1850 ლარი. სამეული ( მყარი გონდოლა, სასეირნო სავარძელი და მანქანის სავარძელი 0-6 თვემდე ) საშუალო წონა 9-10 კგ. მწარმოებელი ქვეყანა იტალია.

რაც შეეხება დანარჩენი ბრენდების ფასებს, 3000 ლარიდან იწყება.

რჩევები