2018-12-21

მავნე ჩვევის ხსენებისას, ბევრ თქვენგანს, ალბათ ნარკოტიკებზე, ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება წარმოუდგება თვალწინ, ზოგს შეიძლება ისიც გაახსენდეს, რომ დღეში ლიტრობით  ყავის სმა და მშრალი საკვებით კვება საზიანოა, თუმცა არავის არ მოუვა აზრად, რომ შესაძლოა, ღიმილმა  ზიანი მოგვიტანოს.

ღიმილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ენდორფინების სიმულაციას უწყობს ხელს, აი გარეგნობისთვის კი ძალიან ცუდია, რადგან მუდმივად ღიმილი მიმიკური ნაოჭების პროვოცირებას იწვევს.

გაეცანით 7 მავნე ჩვევას, რომელიც გარეგნობას გიფუჭებთ.

  1. შუბლის და წარბების შეჭმუხვნა, ტუჩების დაჭიმვა ან "მოპრუწვა"

მიმიკური მოძრაობების უმრავლესობა რეფლექსურია, მათი კონტროლი კი შეუძლებელია. ვიღაც მუდმივად დაბღვერილი დადის, ვიღაც ჩაფიქრებული შუბლს იჭმუხნის, ვიღაც კი გამუდმებით ტუჩებს  ჭიმავს. როგორც წესი, მიმიკური ჩვევები სახეზე სწრაფად აისახება.  მიმიკური ნაოჭები სახეზე პირველად ჩნდება, ისინი შეიძლება მოზარდებსაც ჰქონდეთ.

როგორ გავუმკლავდეთ? - როგორც წესი ორი გზა არსებობს: მუდმივ ბრძოლაში იყოთ საკუთარ თავთან, სანამ ჩვევენს არ აღმოფხვრით და არსებობს მეორე მეთოდი - ზარმაცი და მდიდარი ხალხისთვის - ბოტოქსი.

ინექციის კანში შეყვანის შემდეგ ფაქტიურად შეუძლებელია მიმიკური მოძრაობების გაკეთება. ნახევარი,  ან ერთი წლის შემდეგ ბოტოქსის მოქმედება  გადის და  პროცედურის ხელახლა ჩატარებაა საჭირო.

  1. წიგნის კითხვა დაწოლილ მდგომარეობაში

მშობლები ხშირად უშლიან შვილებს, წამოწოლილებმა წაიკითხონ წიგნი, იმ მოტივით, რომ დაწოლილ მდგომარეობაში კითხვა თვალებს ვნებს. ეს მოსაზრება ცოტა სადავოა, თუმცა ის ფაქტი, რომ მათ, ვისაც ჩვევად აქვს იკითხოს დაწოლილმა, აუცილებლად უჩნდებათ კისრის ნაოჭები. კისრის ნაოჭები კი(ღაბაბი) ადამიანს უფრო მეტად აბერებს, ვიდრე ნაოჭები სახეზე. ფარისებრი ჯირყვლების გამო მასაჟი არ არის რეკომენდირებული, ასევე არც ბოტოქსი. ასე რომ, ერთი გზა დაგრჩენიათ: დაჯექით, და ისე წაიკითხეთ.

  1. გამონაყარის ხელით გასუფთავება

ერთის მხრივ, გამონაყარის ან შავი წერტილების მექანიკური წესით წმენდა  ყველა სილამაზის სალონს აქვს, თუმცა მეორეს მხრივ, თავად კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ სახის მექანიკური წესით წმენდა არ არის რეკომენდირებული. სახლში ჩატარებული პროცედურა კი უფრო მეტ რისკს შეიცავს: შეიძლება ჰიგიენის ნორმები საკმარისად ვერ დაიცვათ და ინფექციის შეჭრა გამოიწვიოთ. ეს ყველაფერი, კი ახალ გამონაყარს იწვევს. უმჯობესია თქვენი თავი პროფესიონალებს მიანდოთ. თუ გამონაყარი  ბევრი და შემაწუხებელია, უნდა მიმართოთ სპეციალისტებს და კვებისა და ცხოვრების რეჟიმი მოიწესრიგოთ. სასურველია კოსმეტოლოგთან და ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის გავლა.

  1. სახეზე შეხება

ბევრი ადამიანი გაუცნობიერებლად ეხება სახეს, ლოყებს, ცხვირს ან ნიკაპს ისრესს. ამ ჩვევის უარყოფითი მხარე ორნაირია: კანზე მუდმივად შეხება და სრესა ნაადრევ ნაოჭებს იწვევს, ხოლო თუ ამას ჭუჭყიანი ხელით გააკეთებთ, ინფექცია და გამონაყარიც არ დააყოვნებს. ჩვევისაგან გასათავისუფლებლად, მკაცრი თვითკონტროლია საჭირო.

     5. ტუჩების კვნეტა

პირველ რიგში, როცა ეს ჩვევა გაქვთ, ტუჩი ვიაზუალურად ცუდი შესახედაობისაა.  ასევე ამოკვნეტილი ადგილები  შესაძლოა, ინფექციის წყარო გახდეს. ვერ შეძლებთ ტუჩსაცხის წასმას, რადგან ის ყველა დეფექტს ხაზს გაუსვამს. თვითკონტროლის გარდა, ჩვევისგან  გასათავისუფლებლად ტუჩსაცხის ხშირი გამოყენება დაგეხმარებათ, რადგან შეღებილი ტუჩების კვნეტა არასასიამოვნოა.

     6. ფრჩხილების კვნეტა

"ონიხოფაგიით" დაახლოებით 3-10 წლამდე ბავშვები, მოზარდების ნახევარი და ზრდასრულების მესამედი იტანჯება. ზოგი თვლის, რომ ფრჩხილების კვნეტას ფსიქოლოგიური მდგომარეობა აპროვოცირებს, ზოგი კი თვლის, რომ ონიხოფაგია მემკვიდრეობით გადადის.

თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ფრჩხილებს იკვნეტენ, მეტად ემოციურები არიან. ამ დროს ფრჩხილები არასასიამოვნო შესახედია,  ასევე არსებობს რაიმე გადამდები დაავადებით დასნებოვნების რისკი, როცა ჰიგიენა დაცული არ არის.

ჩვევისგან გასათავისუფლებლად, დაგეხმარებათ მანიკიურზე რეგულარულად სიარული.

ასევე გელის გამოყენება, რომელსაც კბილით პრაქტიკულად ვერ დააზიანებთ. პრობლემის მოგვარებაში, შეიძლება  ფსიქოლოგთან სიარულიც დაგეხმაროთ.

     7. გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა

ეს ჩვევა ადამიანების უმეტესობას ახასიათებს. განსაკუთრებით მათ, ვინც მთელ სამუშაო დღეს ჯდომაში ატარებს. ამ დროს შეიძლება ვარიკოზი განვითარდეს, რაც ნიშნავს ამობერილ, ვიზუალურად ცუდ შესახედ ვენებს ფეხებზე, ასევე ირღვევა სისხლის მიმოქცევა.

ჩვევა საზიანოა ქალებისთვის, უფრო მეტად კი ორსულებისთვის.

ჩვევის კონტროლირება ძალიან ძნელია, რადგან ორგანიზმი გაუცნობიერებლად იმ პოზას იღებს, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს.

არსებობს გამოსავალი: შეიძინეთ კომპიუტერთან დასადგამი სკამი, რომელსაც ფეხების დასადები ნაწილი გააჩნია, შემდეგ კი იმედი იქონიეთ, რომ ახალი პოზა უფრო კომფორტული აღმოჩნდება და ძველ ჩვევას აღარ დაუბრუნდებით.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

 

 

რჩევები