2020-12-15

გერმანელი მეცნიერი ივეს დუმა კორონავირუსის პანდემიის გამო, გამოწვეულ სტრესთან დაკავშირებით, სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით - ჯამრთელობის პრევენცია და დაცვა.

მეცნიერი სტრესის დაძლევის სამ საფეხურს გვთავაზობს, რომელთა გამოყენებაც ერთდროულად შეგვიძლია:

1. გავაცნობიეროთ, ვაღიაროთ და მივიღოთ, რომ სტრესი გვაქვს.

ყურადღება გავამახვილოთ იმ სურვილებზე და საჭიროებებზე, რომელებზეც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეს ჩვენი დღევანდელი მოცემულობა

რა გვსტრესავს?
✔გადაადგილება და კონტაქტების შეზღუდვა;
✔ეკონომიკური კრიზისი და ჯამრთელობის რისკები/საფრთხეები
✔ჩვენს სოციალურ გარემოში ადამიანების გაუსაძლისი მდგომარეობა
✔ფიზიკური და მენტალური გადატვირთვა
✔არასაკმარისი, არადამაკმაყოფილებელი გამოწვევები

დავუსვათ ჩვენს თავს კითხვები:

რა სურვილებზე და საჭიროებებზე მიწევს უარის თქმა პანდემიის დროს?

🔎რა გავლენას ახდენს ეს ჩემს გრძნობებზე?

🔎როგორ გამოიყურება ჩემი შინაგანი სამყარო? სად "მტკივა?"

🔎რა გავლენას ახდენს სტრესი ჩემს ქცევაზე?

🔎არის თუ არა ჩემი საკუთარი ქცევები ჩემთვის მისაღები და სასიამოვნო?

🔎თუ არა, მაშინ რა მსურს საკუთარი თავისგან? როგორ რეაქციას, ქცევას ვისურვებდი?

🔎რა გავლენას ახდენს სტრესი ჩემს ფიქრებზე? რა გავლენას ახდენენ ჩემი ფიქრები სტრესზე?

🔎როგორ შევიგრძნობ, როგორი მიდგომა მაქვს სტრესთან? შევიგრძნობ მას, როგორც ზიანის მომტანის, თუ გამოწვევას?

2. თვალი გავუსწოროთ და მივესალმოთ სტრესს. ამით შევძლებთ:

✅შეგნებულად გავუმკლავდეთ მას;
✅ამცირებს შფოთვას და ხელს უწყობს ჩვენს ჯამრთელობას;
✅აზრს აძლევს ჩვენს ცხოვრებას: თუ ზუსტად ვიცით, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ, არ დავუშვებთ დაბრკოლებებსა და სტრესულ ფაზებს რომ შეაჩერონ ეს. ჩვენ ვიპოვით გზებს, ამ დაბრკოლებების გადასალახად.

რას იწვევს სტრესის უგულებელყოფა, დათრგუნვა?

✔ხდება უფრო საშიში;
✔ქვეითდება პრობლემის გადაჭრის უნარიანობა;
✔ამცირებს სოციალურ ურთიერთმხარდაჭერას და ამახინჯებს ურთიერთობებს

3. გარდავქმნათ, შევცვალოთ ჩვენი სტრესული ქმედებები:
❗ნაკლებად მოვიხმაროთ მედიასაშუალებები;
❗გავწყვიტოთ (გადავჭრათ) წუხილების და ნეგატიური ფიქრების სპირალი.

დავუთმოთ დრო:
❗მოძრაობას;
❗შემოქმედებით საქმიანობას;
❗დავეხმაროთ ერთმანეთს, რითიც შევძლებთ

რა მოხდება, რა შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში, თუკი ჩვენ ზემოთ ხსენებულ სამ საფეხურს გულთან ახლოს მოვიტანთ და წარმატებით დავძლევთ?

✅უკეთესად გავიცნობთ საკუთარ თავს;
✅ვისწავლოთ სტრესის ენერგიის გამოყენებას ახალი იდეების განვითარებისთვის;
✅ღრმად დავფიქრდებით, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

🚩არ მივცეთ სტრესს საშუალება, გამოგვიყვანოს მშობლის როლიდან.

🚩ჩვენი ბავშვები ჩვენგან უსაფრთხოების განცდის შექმნას ელიან!!!

სპეციალურად "მშობელისთვის" გერმანულიდან თარგმნა ირა ჩერქეზიშვილმა
 
 

რჩევები