2020-10-02

სამგზავრო სავარძლის გამოყენება, 12 წლამდე ასაკის ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის, აუცილებელია.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ის სიკვდილისა და დაშავების შესაძლებლობას, ჩვილებში დაახლოებით, 70%- მდე, ხოლო მოზარდებში 54%-დან 80%-მდე ამცირებს.

შესაბამისი ჯგუფისა და კარგად მორგებული სავარძლის შეძენა უსაფრთხო მგზავრობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

სამგზავრო სავარძელი პატარას პირველივე დღეებიდან სჭირდება. პირველი  ავტომობილის სავარძელი ძირითადად,  0/0+ ჯგუფის, 0-13 კგ. წონის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

თვეები გადის, პატარა კი ელვის სისწრაფით იზრდება. რამდენიმე თვის, მაქსიმუმ 1 წლის შემდეგ საჭირო ხდება  ახალი სავარძლის შეძენა.

როდის შევცვალოთ სამგზავრო სავარძელი?

არსებობს სამგზავრო სავარძლების 4 ჯგუფი. თითოეული მათგანი  განსაზღვრული წონის კატეგორიისთვისაა განკუთვნილი. ხშირად სამგზავრო სავარძლები  2 ან მეტი ჯგუფის წონის კატეგორიებს აერთიანებს. მაგალითად, 0+/1 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები 0-18კგ-მდე წონის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, 1/2/3 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები  9-36 კგ. წონის ბავშვებისთვის და ა. შ. თითოეულ სამგზავრო სავარძელს აქვს შესაბამისი მარკა, ან ინსტრუქცია, სადაც მითითებულია  დაახლოებით რა წონის ბავშვისთვისაა ის განკუთვნილი.

როგორც კი პატარა წონის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს, სავარძელი უნდა შევცვალოთ.

არ იჩქაროთ სამგზავრო სავრძლის შეცვლა!

ცნობილი სამგზავრო სავარძლების მწარმოებელი Besafe მშობლებს ურჩევს,   არ შეცვალონ  პირველი სამგზავრო სავარძლი, სანამ პატარა არ შეძლებს თავისუფლად დაჯდომას, ყურადღება მიაქციონ ბავშვის წონას და  სიმაღლეს და არ იჩქარონ შემდეგი ჯგუფის სამგზავრო სავარძლის გამოყენებაზე გადასვლა.

ყურადღებით წაიკითხეთ ავტომობილის სავარძლის ინსტრუქცია და მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია კომკრეტული სამგზავრო სავარძლის შესახებ, ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

ECE R44-04 ტიპის  ავტომანქანის  სავარძლები წონის კატეგორიებით განსხვავდებიან, რაც ნიშნავს, რომ სავარძელს გამოიყენებთ მანამ, სანამ ბავშვი წონის მაქსიმალურ ნიშნულს არ მიაღწევს.

 

UN R129 (i-size) ტიპის სამგზავრო სავარძლების გამოყენებისას მეტი ყურადღება ბავშვის სიმაღლეს უნდა მიაქციოთ და როგორც კი ის მაქსიმალური სიმაღლის ზღვარს მიაღწევს, სავარძელი უნდა გამოცვალოთ.

 თუ ბავშვი იმდენად მაღალია, რომ თავის ზედა ნაწილი და ყურები ცდება სამგზავრო სავარძლის თავის დასადებს, ეს ნიშნავს, რომ სამგზავრო სავარძელი სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ მისი წონისა და სიმაღლის შესაბამისის ჯგუფის ავტომობილის სავარძლით.

12 წლამდე ბავშვები უნდა ისხდნენ კარგად მორგებულ, მაღალი ხარისხის, აუცილებლად ახალ და არა მეორად სამგზავრო სავარძელში.

აუცილებლად დააზუსტეთ ყველა სახის ინფორმაცია სამგზავრო სავარძლის შეძენამდე. დარწმუნდით, რომ სავარძელი სწორად ერგება ბავშვის სხეულის პროპორციებს, წონას, არის ტესტირებული და სერთიფიცირებული და უზრუნველყოფს სრულყოფილ დაცვას.

 

Your car seat

რჩევები