ზალიკოს სტუდია, ბავშვებს, დისტანციური ხატვის გაკვეთილებს ჩაუტარებს.
როგორც "მშობელს" სტუდიიდან აცნობეს, გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩატარდება და მისი ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება.
გაკვეთილში მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ აპლიკაცია Zoom (რომელიც ხელმისაწვდომია როგორც კომპიუტერებზე, ასევე პლანშეტებზე და ტელეფონებზე), ფურცლები და ნებისმიერი სახატავი საშუალება: ფანქრები, ფლომასტერები, პასტელები ან საღებავები (არ აქვს მნიშვნელობა, რასაც სახლში იპოვით).
გაკვეთილები ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 7 საათზე.
პირველი გაკვეთილის (09.04.2020) ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/watch/?v=559304011382808
საცდელი გაკვეთილის (06.04.2020) ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/watch/?v=876039589534385
ვიდეოები იდება Youtube-ზეც: https://www.youtube.com/channel/UCNfu1cEy8saib8tsqHxEGRw