2020-03-30

საქართველოში ახალი კორანავირუსით ორსული ქალის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ამ ჯგუფის ადამიანებში უამრავი კითხვა გააჩინა.

„მშობელი“ იტალიელ გინეკოლოგს რიტა მონტის ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ ორსულები მაღალი რისკის ჯგუფში ამ დრომდე არ იმყოფებიან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი განკურნებაც შედარებით მარტივად ხდება.

„Whuan-ის კვლევების მიხედვით, ორსულ ქალებში COVID-19 პნევმონიის კლინიკური მახასიათებლები, სხვა ზრდასრული პაციენტების მსგავსია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ორსულები მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგებლები არ არიან. ამ დროისთვის, ისევე როგორც მთლიანი მოსახლეობისთვის, ორსულებისთვის რაიმე პროფილაქტიკური თერაპია ჯერ  არ  არსებობს”.  

რაც შეეხება დედიდან ნაყოდზე გადაცემის, ან სხვა რაიმე სახის საფრთხეს, გინეკოლოგის თქმით, ამ დროისთვის მონაცემები არ ადასტურებს ინფექციის ტრანსპლაცენტალურ გადასვლას. 

„ასეთი შემთხვევა 2002-2003 წლების აზიური SARS CoV ეპიდემიის დროსაც არ დაფიქსირებულა. COVID-19-ით შესაძლო დაინფექცირება დედისგან, მშობიარობის შემდგომ პერიოდში უფრო სავარაუდოა, ვიდრე ტრანსპლაცენტარულად. რაც შეეხება მშობიარობას, დედის სიმპტომების ან ინფექციის არსებობის შემთხვევაში, "გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის" (Royal College of Obstetricians & Gynaecologists), რეკომენდაციით, როცა გადადების რისკი არსებობს, საკეისრო კვეთა, მაქსიმალურად უნდა აირიდონ თავიდან ან გადაიდოს რაც შეიძლება შორს, რათა კვეთის დროს დაინფიცირებულთა რიცხიც და ალბათობაც მატულობს“.

გინეკოლოგის ინფორმაციით, ძუძუთი კვება, ამჟამად გადამცემ საშუალებად არ განიხილება და ის ერთგვარ „წამლად“ ხასიათდება.

„ძუძუთი კვება და დედის რძით სარგებლობა აღიარებულია, რომ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედებისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.  დედის ინფექციის შემთხვევაში, დედის რძე, არსებული სამეცნიერო ცოდნის საფუძველზე და სხვა ცნობილი ვირუსული რესპირატორული ინფექციების ანალოგიით, ამჟამად გადამცემი საშუალებად არ განიხილება. ძუძუთი კვების პრეცესში საჭიროა, ჰიგიენის წესების მაქსიმალურად დაცვა, აგრეთვე პიბადის გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ ახალშობილს უწევს დედისგან მოშორებით ყოფნა, სარძევე ჯირკვალში რძის შესანარჩუნებლად, ეტაპობრივად ხელოვნურად რძის "გამოწველა", დაშრობისგან თავის ასარიდებლად“.

 

ციცი ხაბელაშვილი, სპეციალურად "მშობელისთვის"

რჩევები