2020-03-17

„ვრცელდება თუ არა კორონავირუსი ბავშვებში“, „რა ზეგავლენას ახდენს ორსულებზე“, „როგორ დავიცვათ შვილები ვირუსისგან“, „გადადის თუ არა ვირუსი ძუძუთი კვები დროს“ - ეს ის ყველაზე ხშირად დასმული კითხვებია, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მშობლებს აწუხებთ.

სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად "მშობელი'' მედიცინის დოქტორსა და პედიატრს თამარ ოგბაიძეს ესაუბრა.

როგორც პედიატრი  აღნიშნავს, COVID-19 სრულიად ახალი ვირუსია და მის შესახებ ბევრი რამ მედიკოსებისთვისაც უცნობია, აქედან გამომდინარე, არც ისაა დადგენილი, არის თუ არა ორსულობა რისკჯგუფში ყოფნის საფუძველი, თუმცა ჯერჯერობით დაინდიცირებულ ორსულთა სიკვდილიანობას ადგილი არ ჰქონია.

"ზოგადად, ორსულობა მწვავე რესპირაციული ინფექციების გართულებათა რისკ-ფაქტორს წარმოდგენს, მათ შორის გრიპისათვის, თუმცა ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ უცნობია, არის თუ არა ორსული ქალი რისკის ჯგუფი გართულებთა თვალსაზრისით. არ ყოფილა ინფიცირებული ორსული ქალის სიკვდილობის არცერთი შემთხვევა. COVID-19 -ით ინფიცირებული ორსული ქალების  ამნიონურ სითხეში კორონავირუსი აღმოჩენილი არ იქნა. მოუხედავად ამისა, ახალშობილის ინფიცირების პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ლონდონში გამოვლინდა. დადასტურებულია, რომ  ახალშობილის დედა ამ ინფექციით იყო ავად. როდის მოხდა ახალშობილის ინფიცირება - მუცლადყოფნისას თუ დაბადების შემდეგ ან მშობიარობის მომენტში, ამ ეტაპზე უცნობია და ამ მიმართეულებით კვლევები გრძელდება. ზოგადად, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ორსული ქალის ინფიცირებამ ნაყოფზე ამ ეტაპზე დადგენილი არ არის“, - აცხადებს პედიატრი.

მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვილის ძუძუთი კვება - პედიატრის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით, ინფიცირებული დედის რძეში COVID-19 აღმოჩენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ინფიცირებულ დედას არ ეკრძალება ჩვილის ძუძუთი კვება.

„დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას ჰიგიენური წესები - დაიბანოს ხელები და სარძევე ჯირკვალი კვების ან ძუძუდან რძის გამოწველის დროს, რათა ახალშობილის ინფიცირება არ მოხდეს კონტაქტური გზით“, - აღნიშნავს პედიატრი.

რაც შეეხება, ბავშვთა ინფიცირების საკითხს, არსებული სტატისტიკა მოწმობს რომ ბავშვები კორნავირუსით უფრო იშვითად ავადობენ, ვიდრე მოზრდილები, ამავდროულად მათ დაავადება მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული სიმპტომატიკით ემართებათ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონცემებით, ჩინეთში დაავადებული ადამიანების მხოლოდ 2,4% იყო ბავშვი, მათგან 0,2%-ს დაავადების მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა. სიკვდილობის შემთხვევები  პრაქტიკულად არ დაფიქსირდა. არსებული მონაცემებით, მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვების ინფიცირებისას პრქტიკულად არ განვითარებულა პნევმონია“.

პედიატრი გვირჩევს, რომ ბავშვებს მივცეთ საშუალება გამოხატონ თავიანთი წუხილი და შეშფოთება ვირუსის გავრცელების გამო.

„თქვენი პატარები შეიძლება წუხდნენ იმის გამო, რაც ეს დღეებია  ესმით - მიეცით მათ საშუალება გამოხატონ თავიანთი წუხილი და შეშფოთება ვირუსის გავრცელების გამო. აუხსენით დაავადების შესახებ, დაუთმეთ მეტი დრო მთთან კომუნიკაციას და ასწავლეთ უსაფრთხოების წესები“.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და პასუხისმგებლობა. გახსოვდეთ, ინფიცირების შემთხვევაში რაც მეტ ადამიანთან გექნებათ კონტქტი, მით მეტად გაზრდით  ინფექციის შიდა გავრცელების რისკს და გართულებათა შანსს რისკის მქონე ადამიანებისათვის. ამას კი შესაძლოა მათი სკვდილი მოჰყვეს. რისკის ჯგუფს შეადგენენ ხანდაზმული ადამიანები, დიაბეტის, ჰიპერტონული დაავადების, სასუნთქი და გულს-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული და სხვა ზოგიერთი დაავადების მქონე პირები. ამიტომ სოციალური დისტანცირება აუცილებელია.

დაავადების პროფილქტიკა გულისხმობს:

  1. შეიკვეთ თავი არასაჭირო მოგზაურობებისაგან როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მის შიგნით
  2. მოერიდეთ მასობრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნას
  3. მიირთვით მხოლოდ კარგად გარეცხილი საკვები
  4. დაიბანეთ ხელები ხშირად . დასაბანად სჯობს გამოიყენოთ თხევდი საპონი. ხელი უნდა დაიბანოთ მინიმუმ 20 წამის განმავლობში.
  5. თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას, გაიწმინდეთ ის ალკოჰოლისშემცველი სადეზინფექციო ხსნარით. ის უნდა შეიცავდეს მინიმუმ 60% ალკოჰოლს. ხსნარი უნდა დაისხათ ხელზე, შეიზილოთ მინიმუმ 20 წამის განმავლობში და გაიშროთ ჰაერზე.
  6. მოერიდეთ ქუჩაში სახეზე ხელების შეხებას.
  7. თუ ავად ხართ, მოერიდეთ კონტაქტებს და გამოიყნეთ 5 ნიღაბი.
  8. ნიღაბის გამოყენებას თვისი წესები აქვს - ის უნდა გაიკეთოთ სახეზე ისე, რომ არ შეეხოთ მის წინა ნაწილს. ნიღბი სრულად უნდა ფარვდეს ცხვირსა და პირს. გამოყენებული ნიღაბი უნდა მოიხსნათ ისე, რომ არ შეეხეოთ მის წინ ნაწილს და ჩაგდოთ უახლოეს სანაგვე ყუთში.
  9. დაიცვით ხველისა და ცხვირცემინების ეტიკეტი -ამ დროს უნდა აიფაროთ სუფთა ერთჯერდი ხელსახორცი ცხვირსა და პირზე, გამოყენების შემდეგ კი მაშინვე გადაგდოთ. თუ ვერ ასწრებთ ხელსახოცის მომარჯვებას, მჭიდროდ აიფარეთ თქვენივე მოხრილი იდაყვი.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი არ არის ერთადერთი ვირუსი, რომელმაც ადამიანებში მძიმე ინფექცია გამოიწვია. მისი ორი წინამორბედი უკვე იყო ლოკალური აფეთქებების გამომწვევი 2002 და 2012 წლებში, თუმცა საბედნიეროდ, მაშინ ამ აფეთქებთა ლოკალიზება სწრაფადვე მოხერხდა. მათგან განსხვავებით COVID-19-ს პანდემიის პოტენციალი აღმოაჩნდა და 16 მარტის მონაცემებით,  მსოფლიოს 150  ქვეყანაშია გავრცელებული.

Stopcov.ge. საიტის თანახმად,  საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი  34 ადამიანს შეადგენს.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის(ჯანმოს) დღევანდელი მონაცემები კი ასეთია- 186, 981 დაინფიცირებული აქედან - 7,477 გარდაცვლილი და 80,842 გამოჯანმრთელებული.

 

სალომე ჭიკაძე, სპეციალურად "მშობელისთვის"

 

რჩევები