2018-12-24

მეგანი არ სცნობს სამეფო კარის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე. ეს მის მშობიარობის გეგმებზეც აისახება.

ჰერცოგინიას სურს, მისი და პრინცი ჰარის პირველი შვილი სახლში დაიბადოს.

მეგან მარკლი სახლში მშობიარობის დიდი გულშემატკივარია, თუმცა ჩვეულებრივ,  სამეფო ოჯახის წაემომადგენელი ქალები ლონდონში,  "Lindo wings, St mary's hospital"-ში მშობიარობენ.

როგორც მეგანი ამბობს, მას არ სურს "სამედიცინო" მშობიარობა,  მას უნდა წყლით სავსე აუზი და მშვიდი გარემო.

პრინც ჰარისაც კი უკვირს მეუღლის ასეთი სურვილი, თუმცა ჰერცოგინია მყარად დგას იმ აზრზე, რომ მისი მშობიარობა მაქსიმალურად ბუნებრივი უნდა იყოს.

ლინდო ვინგსში ბევრი სამეფო კარის მკვიდრი დაიბადა. პრინცესა დიანამ  იქ გააჩინა ჰარი და უილიამი, პრინცესა ანამ ზარა ფილიპსი და პიტერი,  ქეით მიდლტონმა  პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი. მეგანის და ჰარის მეგობრებმაც კი, ჯორჯ და ამალ კლუნმა, ეს სამშობიარო აირჩიეს.

სავარაუდოდ, მეგანის მშობიარობას პროფესიონალთა გუნდი მაინც დაესწრება, რადგან 35 წლის შემდეგ გართულებების რისკი ბევრად იზრდება, ჰერცოგინია კი უკვე 37 წლისაა.

წყარო ასევე იუწყება, რომ მეგანს, მშობიარობის შემდეგ უფრო დიდი გეგმები აქვს.

სავარაუდოდ, ის აპირებს ბავშვის კვებას საზოგადოებრივ ადგილებში, რათა შეებრძოლოს ამ  პროცესის სტიგმატიზაციას.

ასევე სურს დარწმუნდეს, რომ პრინცი ჰარი ახალშობილთან ერთად ფოტოს გადაიღებს.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

მშობლები