2018-10-11

ფსიქოლოგი ანასტასია რუბცოვა  ჩეხ მამებზე დაკვირვების შთაბეჭდილებებს გვიზიარებს, რომელსაც „მშობელი“ უცვლელად გთავაზობთ.

ჩეხი მამები - ლოცულობენ შვილებთან ერთად, ყოველთვის როცა ეკლესიაში შევდივარ ამას ვხედავ. გეფიცებით ეს იგივეა როგორც "მადონა ბავშვებით", ოღონდ გარუჯული, შორტებში და კუნთებით.

სიტუაცია პარკში - მამა სამი ბავშვით სასეირნოდ გამოვიდა. ერთი ველოსიპედით დადის, უცებ ბავშვი ამოყირავდა, მაგრამ მამა იქ გაჩნდა და დაიჭირა. არ დაგავიწყდეთ, ამ დროს მეორე ბავშვი ხელჩაკიდებული ჰყავს,  მესამეს კი სლინგში სძინავს.

უცებ, არსაიდან კალათა ჩნდება, სასუსნავებით, წყლით და პატარა აფთიაქის ყუთით. ამ დროს დედა აქ ახლოსაც კი არაა. მამა ასეირნებს ბავშვებს, აქვს ბედნიერი გამომეტყველება და არა ისეთი როგორც ედუარდ მუნკის სურათზე(ყვირილი).

მამა პიკნიკზე - სიტყაცია ასეთია: მამა ზის ძირს დაგებულ პლედზე, ერთ ხელში ბუტერბროდი უჭირავს უფროსი შვილისთვის, მეორე ხელში პამპერსი პატარასთვის, იქვე ახლოს ჩანს სათამაშოები. დედა კი ისევ არსად არაა, აქ ბავშვებთან ერთად პიკნიკზე გასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა.

მამა აცილებს მესამეკლასელ შვილს სკოლაში, კარებთან აკოცებს და ეუბნება:

-ბედნიერ დღეს გისურვებ!

-შენც ასევე მამა.

-ძალიან მიყვარხარ,

-მე უფრო მამა!

მე კი ვდგავარ  ჩუმად და ვფიქრობ, ნუთუ ეს ყველაფერი ნამდვილია?...

სიტუაცია პოლიკლინიკაში - წარმოიდგინეთ მამა უსასრულო მოთმინების უნარით, რომელიც დაუსრულებლად არწევს ახალშობილს. დედაც იქვეა მეგობართან საუბარში გართული. ვუყურებ, ვუყურებ და მგონია: აი ახლა ეტყვის მოდი და ბავშვს მიხედე ჭამის დრო აქვსო, მაგრამ არა. დახედავს პატარას,  აკოცებს და არწევს, არწევს და არწევს. აჭმევს ბოთლიდან და პატარაც მაშინვე მშვიდად იძინებს.

მამა გავიდა ყავის დასალევად - თან ჰყავს ბავშვი და ძაღლი. ყველა მშვიდი და კმაყოფილია, მამა ბავშვს აჭმევს, თან ყავას მიირთმევს, ეს ყველაფერი კი ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურება. ჩვენ ვისხედით მათთან ახლოს საათნახევარზე მეტი და ამ დროის განმავლობაში ბავშვების მამას ერთხელ არ აუღია ხელში ტელეფონი, სამაგიეროდ რამოდენიმეჯერ მე შევამოწმე შეტყობინებები. ამ ხნის განმავლობაში აჭმევდა ბავშვს, ამოწმებდა ძაღლს, ორივეს ეთამაშებოდა, პამპერსიც კი შეუმოწმა პატარას.

ეს ყველაფერი ხომ მაშინ ხდება, როცა დედა სამსახურშია,  მეგობრებთან ყავას სვამს, სძინავს ან მშვიდად ბანაობს.

წარმოდგენა არ მაქვს სად და როგორ აღზარდეს მამები ჩეხეთში.

თუმცა დარწმუნებული ვარ ამ ბედნიერების რეცეპტი უმარტივესია ცუდი ინგრედიენტების გარეშე, როგორიცაა: ჩხუბი, დაძაბულობა, სტრესი.

ფრაზების გარეშე: "თუ არ გამოიმუშავებ მილიონს - კაცი არ ხარ", "კაცები პამერსებს არ ცვლიან" და მისთანანი.

ძირითადად კაცები ასე იქცევიან: აიღებენ ტელეფონს, პულტს, წამოწვებიან დივანზე და მოთმინებით ელოდებიან სიკვდილს.  ეს შესანიშნავი  სცენარია დრამისთვის, თუმცა რეალურ ცხოვრებაში არ გამოდგება.

მამები ჩეხეთიდან კი რეალურ  ცხოვრებაზე არიან მორგებულნი. სიხარულისა და ბედნიერი ბავშვობის მისანიჭებლად.

ამის მიუხედავად, მე ვიცი სხვა უარყოფითი ისტორიებიც. ერთ კონკრეტულს გიამბობთ:

ჩემი ნაცნობი მამა, რომელიც წელიწადნახევარი უმუშევარი იყო, მთელი დღეები ოთახში, კომპიუტერთა იჯდა და თამაშობდა. ამ დროს დედა მუშაობდა, ამზადებდა საჭმელს, ბებია კი შვილიშვილებთან ერთად გვერდით ოთახში იჯდა. მამასთან შესვლა ყველას ეკრძალებოდა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჭამის დრო იყო.  ბოლოს და ბოლოს, რეჟიმი მნიშვნელოვანი რამაა.

 

მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ