2019-02-15

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, დედის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის, ავტორბოლის ორგანიზებას აპირებს. ამისათვის მან 14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ტენდერით მხოლოდ ერთი პრეტენდენტი დაინტერესდა, „საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“, რომელიც მთაწმინდის გამგეობას ღონისძიების ორგანიზებას 13 938 ლარად სთავაზობს.

ღონისძიების გამართვამდე მთაწმინდის რაიონში მცხოვრები 15 ქალი საკვალიფიკაციო ვარჯიშებს გაივლის.

დედებისთვის