2018-03-21

„ყველა დედას ვურჩევ, სამსახურზე უარი არ თქვას, თუნდაც იმიტომ, რომ მათი შვილის მომავალი დიდ წილად მათ წარმატებულობაზეა დამყარებული“ - გვანცა ფიფია, 28 წლის ახალგაზრდა დედა და სააგენტო "აქცენტის" გენერალური დირექტორია. დაიბადა სამეგრელოში, კერძოდ, წალენჯიხაში, დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან ამავე სფეროში მუშაობს. ყავს მეუღლე უჩა კანდელაკი და შვილი - ზუკა კანდელაკი. მიუხედავად ბავშვის გაჩენისა, გვანცას სამსახურეობრივი წყვეტა არ ჰქონია. თუ როგორ ახერხებს ახალგაზრდა დედა ოჯახი და სამსახური ერთმანეთს შეუთავსოს, ამას თავად მოგვიყვება.

- ამ სფეროში მოღვაწეობა 2009 წელს დავიწყე. კარგად მახსოვს როგორ მივედი სააგენტო „პირველში“, ბევრი რამ მასწავლა ამ სააგენტომ. მოგვიანებით მე და ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტმა (პირველელმა) მივიღეთ შეთავაზება, გვითხრეს, რომ იხსნებოდა ახალი სააგენტო და სჭირდებოდათ კადრები. როცა მივედით, მივხვდით, რომ ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. 2013 წელს უკვე სააგენტო „აქცენტის“ თანამშრომლები გავხვდით, სახელი ჩემმა მეგობარმა თელარამ შეურჩია, დიზაინიც ერთობლივად შევქმენით და შევკარით ბავშვების გუნდი, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ. 2014 წლის დასაწყოსში სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი სიყვარულში გამომიტყდა. სიმართლე გითხრათ, არც მე ვიყავი გულგრილი და სანამ ის ამაში გამომიტყდებოდა უკვე ვიცოდი, რომ მოვიდოდა და ამას მეტყოდა. რამდენიმე თვეში ოჯახი შევქმენით. „აქცენტს“ გარკვეული პერიოდი პრობლემები შეექმნა და დაიხურა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ სააგენტო არ უნდა გაჩერებულიყო და ყველაფერი ხელახლა (მეუღლის დახმარებით) დავიწყე. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი და ჩემი გუნდის შრომას ფუჭად არ ჩაუვლია, ‘“აქცენტი“ ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სააგენტოა. მუშაობს კონფლიქტების თემაზე და ამ კუთხით მას ევროპული გრანტიც აქვს მოპოვებული.

რაც შეეხება ზუკას, მან უკვე მუცლიდანვე იცოდა, როგორ იწერება „ნიუსი“, ვინ რა განცხადებას აკეთებდა მიმდინარე მოვლენებზე, ვხუმრობდით კიდეც რომ გაჩნდება პირველად დაიძახებს - „ნიუსი დამაწერინეთო“. სანამ მუცელში იყო, მთელი ცხრა თვე თავისუფლად ვახერხებდი მუშაობას, 14 ოქტომებერს სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი, თუმცა ვერ წავედი და სწორედ ამ დღეს გაჩნდა ზუკა. სამშობიაროდან რაც შეიძლება სწრაფად მინდოდა წამოსვლა, როგორც კი გამომწერეს, იმ დღესვე სახლიდანვე შევუდექი ჩემი სამსახურის საქმეებს.

საქმიანი შეხვედრის მოლოდინში

- როგორ ახერხებდი ბაშვთან ერთად მუშაობას?

- ცოტა ხანი, პირველი 10 დღე, დედაჩემი მეხმარებოდა, მერე მეუღლის დედა. ამ დრომდე კი მეუღლესთან ერთად, მარტო ვახერხებ ზუკას გაზრდასაც და მუშაობასაც. უჩა შეძლებისდაგვარად მეხმარება და პასუხისმგებლობას თანაბრად ვინაწილებთ შვილის აღზრდაში. გარდა ამისა ჩემი სამსახური მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მისგან მიღებული მხარდაჭერა, მეტ სტიმულს მაძლევს, ორივე საქმე ვაკეთო. იყო შემთხვევა, როცა ზუკა შევედრებზეც წამიყვანია. ეხლაც, როცა ამ კითხვებს ვპასუხობ, გვერდზე მიზის და მთხოვს ხელში ავიყვანო.

- არასდროს ყოფილა შვილი ხელისშემშლელი ფაქტორი? არ გქონიათ მომენტი როცა გიფიქრიათ, რომ საქმეს თავი უნდა დაანებოთ და შვილს მეტი დრო დაუთმოთ?

- რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი, ისეთ შეხვედრაზე მივდიოდი თან ვერ გავიყოლებდი, მაგრამ გამოსავალი მალე მოვძებნე, ჩემს მამიადაშვილებს ვთხოვე დაეტოვებინათ, მას შემდეგ მსგავს სიტუაციაში ზუკას მათთან ვტოვებ. ძიძა არ მინდოდა, ამიტომ, სანამ ბაღში გავუშვებდი ასე ვიქცეოდი. რაც შეეხება საქმისთვის თავის დანებებას, ზოგჯერ მიფიქრია, მაგრამ, "აქცენტს" ესე ვერ მივატოვებ, ამიტომ იძულებული ვარ ორივე ფლანგზე ვიყო.

- გქონიათ თუ არა მხიარული თავგადასავლები საქმიან შეხვედრებზე?

- კი გვქონია. მამასთან შეემთხვა ერთი კურიოზი. მე შეხვედრაზე მივდიოდი და უჩამ ერთ-ერთ სამთავრობო ღონისძიებაზე წაიყვანა, სადაც სპროტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც იმყოფებოდა. მინისტრი დაახლოებით 50 ადამიანთან ერთად იდგა, ზუკამ ჯიუტად ამოირჩია და ენა იმდენჯერ გამოუყო, რომ მინისტრი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, თავიდან უცინა, მაგრამ მერე იძულებული გახდა თვალს მოფარებოდა.

- მოგეწონება თუ არა ზუკაც რომ ჟურნალისტი გახდეს?

- ალბათ არ მომეწონება, თუმცა არც შევეწინააღმდეგები, რადგან მინდა იმ პროფესიაში იყოს, სადაც თვითონ იგრძნობს თავს კომფორტულად. არ მინდა ჟურნალისტი იყოს, რადგან ჩემთვის ეს ბევრ წვალებასთან ასოცირდება, არ მინდა მანაც იგივე გაიაროს.

- რას ურჩევდით დედებს, რომლებიც შვილების გამო ვერ მუშაობენ ან მიზეზად შვილებს ასახელებენ?

- ყველა დედას ვურჩევ, სამსახურზე უარი არ თქვას, თუნდაც იმიტომ, რომ მათი შვილის მომავალი დიდ წილად მათ წარმატებულობაზეა დამყარებული. ასევე გადაანაწილონ პასუხისმგებლობა ქმარზე.

- და ბოლოს, გაქვთ თუ არა თავგადასავლები გარეგნობასთან დაკავშირებით, როგორც ჟღალთმიანს?

smile კი, ალბათ მთელი ცხოვრების თავგადასავალიც ამას უკავშირდება, რადგან თავის დროზე ჩემი მეუღლის ყურადღებაც სწორედ ამით მივიქციე. პირველად რომ შევხვდი, ცისფერი ქუდი მეხურა. ცისფერქუდიანი, ჟღალთმიანი და ცისფერთვალება ზღაპრის გმირს, „მალვინას“ შემადარა და თურმე უფიქრია, რომ სწორედ ის იპოვა, ვისაც ეძებდა. გამოვიდა, რომ მართალი აღმოჩნდა. ზუკას დაბადების მერე კი სულ იმაზე დაობდნენ უჩა და მეგობრები, რომ ზუკაც „წითელი“ იქნებოდა, რაღაც ეტაპზე მგონი იყო კიდეც, მაგრამ ახლა ქერაა smile

 

ირინე არდაშელია

 

დედებისთვის