2021-04-04

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხლემძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სურათი ჰგავს იმ საწყის ეტაპს, რაც ქვეყანამ უკვე გაიარა, არსებობს კლასტერები, რასაც ეპიდემიოლოგები უკვე სწავლობენ.

"დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში. შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში,"- ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კასპის ერთ, გურიის სამ და ზუგდიდის ერთ სოფელში, მესამე დღეა, შეზღუდვები მოქმედებს. სამივეგან გამშვები პუნქტია მოწყობილი.

დღის ამბები