2021-04-02

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ოროთახიან ბინას 260-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 1000-ზე მეტი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი, ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით თბილისში ოროთახიანი ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

დევნილი ოჯახების სია რომლებსაც თბილისში ოროთახიანი ბინები გადაეცემათ

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება დევნილთა სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა) 5 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გაიმართება.

დღის ამბები