2021-03-27

კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ოზურგეთში განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ კომენდანტის საათის მოხსნის საფუძველი და ფუფუნება საქართველოს არ აქვს.

“პანდემია ისევ არის საქართველოში, როგორც მსოფლიოში. სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს შეზღუდვების მნიშვნელოვანი გამკაცრებები, როცა საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი შემსუბუქება. მე ვთქვი, რომ გურიის რეგიონში საყურადღებოა ეპიდვითარება და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავივლით და მათ მივცემთ რეკომენდაცაციებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რომ შემდგომში გურიაში არ მოხდეს გამკაცრება”,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები