2021-02-04

ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

“ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. ამ ეტაპზე სკოლები იხსნება 15 თებერვლიდან. როდესაც დამატებით მობილობა იქმნება სადღაც, არ შეიძლება ყველაფერი ერთად გაიხსნას. რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები. ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება",-აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება.

დღის ამბები