2020-11-19

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის აივნიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მიყენება გულუსხმობს.

დღის ამბები