2020-09-22

ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად, დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას ნიშნავს.

აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე.

"‘ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების, პედაგოგებისა და განათლების ხელშეწყობა. ლიბერთი უკვე მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან და არაერთ მნიშვნელოვან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტშია ჩართული, რაც უდიდესი პატივია ჩვენი ბრენდისთვის. დღესაც, მათ გვერდით ვართ და გვინდა ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, პედაგოგებს, სამომხმარებლო სესხებზე ვთავაზობთ განსაკუთრებულ აქციას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგებისთვის ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები, ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ამ აქციის პირობებში კი, საშუალება ეძლევათ 3 თვემდე ვადით განთავისუფლდნენ ყოველთვიური გადასახადებისგან იმ შემთხვევაში თუ აიღებენ ახალ სესხს ან გადმოიტანენ სხვა ბანკებიდან", - განაცხადა საცალო საბანკო მომსახურების დირექტორმა გიორგი მაკარიძემ.

ლიბერთი უკვე არაერთი წელია ემსახურება სკოლების უმრავლესობას საქართველოში და 60 000-მდე პედაგოგს. აქციით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სასესხო განაცხადი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს.

დღის ამბები