2020-07-29

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს კიდევ  251 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.

დღეს,  ერთოთახიანი და სამოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები.  ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.  

251 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს მომავალში მიიღებს.

 

 

დღის ამბები