2022-01-04

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ "ფაიზერის" COVID-19 ვაქცინის მესამე დოზის 12-დან 15 წლამდე ასაკის გამოყენება დაამტკიცა და გამაძლიერებელი დოზის ინტერვალი ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.

სააგენტომ ასევე დაუშვა მესამე დოზა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებები COVID-19-ის შემთხვევების ზრდას ვირუსის Omicron ვარიანტის გავრცელების ფონზე მოჰყვა.

"FDA-ს მიერ მონაცემების შეფასების საფუძველზე, ამჟამად ავტორიზებული ვაქცინების "ბუსტერ" დოზა უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას როგორც "დელტას", ასევე "ომიკრონის" ვარიანტებისგან", -განაცხადა FDA-ს ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორმა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მრჩეველთა პანელი ცვლილებების განსახილველად ოთხშაბათს შეიკრიბება.

ჯანდაცვა