2019-10-08

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო და მომხმარებელს საშუალება აქვს დაზოგოს დრო და ხარჯები, მობილური აპლიკაციით სასურველი მენიუ წინასწარ შეუკვეთოს,  პროდუქტის აღების მისთვის სასურველი დრო მიუთითოს და  შეკვეთა  „დანკინის“ ხელმისაწვდომი ამერიკული რესტორნიდან თავად წაიღოს.

მომხმარებელი  ცალკე ელექტრონულ შეტყობინებას იღებს, როდესაც პროდუქცია  წასაღებად მზადაა.

WOLT –თან თანამშრომლობა, “დანკინმა“ მიმდინარე წლის გაზაფხულს დაიწყო და აქამდე  WOLT - ის საშუალებით მხოლოდ  „დანკინის“ სასურველი  მენის მიღება შეეძლო  მისთვის სასურველ მისამართზე, თუმცა მომხმარებლის აქტიურობიდან გამომდინარე, კომპანია მუდმივად ცდილობს ერთგული მომხმარებლები საინტერესო შეთავაზებებით წაახალისოს.

„ვფიქრობთ “დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი მომხმარებლსთვის უგემრიელესი მენიუს მიღების უფრო მოსახერხებელი და მიმზიდველი ფორმაა.

სასურველ დროს, სასურველი რესტორნიდან ლოდინისა და დამატებითი ხარჯების გარეშე, მათ შეუძლიათ დილა, შუადღე თუ საღამო „დანკინის“ ენერგიული ყავითა და უგემრელესი კერძებით შეივსონ, თან ისე, რომ ცხოვრების ყოველდღიურ რითმს შეყოვნების გარეშე აყვნენ.

ამასთანავე, „დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი და კერძების მენიუს ფართო არჩევანიც გულგრილს ვერავის დატოვებს.“, - აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 68 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “ვისოლ ჯგუფმა” „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო.

დღესდღეობით, „დანკინი“  ქვეყნის მასშტაბით რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია.

ამ ეტაპზე,საქართველოში „დანკინის“ 25 ბრენდირებული რესტორანია.

საზოგადოება