2019-09-06

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge  Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს.

 

სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 15 აგვისტოს  Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა. 

არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში.

საზოგადოება