2019-05-27

მკითხველმა იცის, რომ ჩვენ განსაკუთრებით დიდი ყურადღებით ვეკიდებით ბავშვებს და იმ გარემო პირობებს, სადაც ისინი იზრდებიან.

მკითხველს ემახსოვრება, რას ვწერდი ქალაქში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელიც ავტომანქანების გამონაბოლქვით იყო გამოწვეული და იმ შესაძლო შედეგებზეც, რომელიც ადამიანების ორგანიზმში განსაკუთრებით მოზარდებსა და ბავშვებში ტყვიის მაღალ შემცველობას უკავშირდებოდა.

ჩავწერეთ კიდეც რამდენიმე ბავშვის მშობელი, რომლებიც ამბობდნენ, რომ დიაგნოზი შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო ეკოლოგიური მდგომარეობით, მაგალითად, ლეიკემია, სიმსივნე და სხვადასხვა დაავადება. ამიტომ ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვიზიარებდით და ვგულშემატკივრობდით ქვეყანაში დაანონსებული ელექტრომობილებისა და „ქარშეარინგის“ ამოქმედებას.

ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ მსგავსი პროექტები ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ცხადია, ჩვენ გვინდოდა, რომ ეს დანაპირები არ დარჩენილიყო მხოლოდ დაპირებად და რაც შეიძლება მალე ქცეულიყო რეალობად.

გამომდინარე გამოცდილებიდან რაც გვაქვს, ველოდით, რომ შესაძლოა ეს ფუჭ დაპირებად დარჩენილიყო, ვიდრე იმას, რომ ქვეყნისთვის და ხალხისთვის ასე საჭირო პროექტისთვის, შესაძლოა, პრორუსული იმიჯი შეექმნათ.

ახლა მივყვეთ მოვლენებს: დაანონსდა „ქარშეარინგის“ შემოსვლა, მზის პანელების მონტაჟი და  როგორც ვიცით, ელექტრომობილების ქარხნის აშენებაც ქუთაისში. ჩვენ ჰიბრიდული ომის ეპოქაში ვცხოვრობთ და აქვე გვერდით ოკუპანტი მეზობელი გვყავს, ამიტომ ამ კუთხით მსჯელობა მოქალაქეობრივი ვალდებულებაა.  ისიც გასაგებია, გარკვეულმა კატეგორიამ გულწრფელად და არა მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებში, გარკვეული კითხვები დასვა, მაგრამ ბევრად საეჭვოდ გამოიყურება ის ორგანიზებული კამპანია, რომელიც ასე ორკესტრირებულად აგორდა „აი გრუფისა“ და მისი ინიციატივების გარშემო. სანამ ჩვენ ასე იარლიყებს მივაკერებდით ერთმანეთს, იქნებ დავფიქრდეთ, იქნებ სწორედაც მტრის დაკვეთაა ასეთი?! რეალურად თუკი ერს მართლა უნდა იდენთიფიცირება გაუკეთოს იმას, ვინ პრორუსია და ვინ პროდასავლელი, ეს საქმეში უნდა გამოიხატებოდეს და არა მხოლოდ სიტყვებით. ამის გარდა არსებობს ყველაზე კარგი ინდიკატორი ამ საკითხის მიდგომისთვის, ეს არის ლუსტრაციის კანონი, თუ ვინმეს მართლა უნდა ამის ბოლომდე გაგება, შეიტანონ პარლამენტში ინიციატივა და ვნახოთ ვინ დაუჭერს მხარს და ვინ იქნება წინააღმდეგი. ასევე, თუ ამ ინიციატივის პარლამენტში შესატანად საჭიროა საყოველთაო სახლახო რეფერენდუმი, ჩაუდგნენ სათავეში სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ასე უხვად არიგებენ იარლიყებს აქეთ-იქით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „აი გრუფი“ მოჰყვა იარლიკების კორიანტელში. არადა რომ დავფიქრდეთ რა დააანონსეს მათ, კომპლექსური მიდგომა ეკოლოგიური პრობლემებისადმი, ელექტრომობილები „ქარშეარინგის“ პრინციპით, მზის პანელებისა და ელექტროდამტენების მონტაჟი და ელექტრმობილების წარმოება ქართული ბრენდის ქვეშ ქუთაისში. ახლა გავშალოთ სამივე კომპონენტი რას ნიშნავს ქვეყნისთვის: სუფთა ჰაერი, ენერგო რესურსების იმპორტზე ნაკლებ დამოკიდებულებასა, ქვეყანაში მეტ დასაქმებულ ადამიანს, განვითარებას იმ დაკარგული საინჟინრო დარგების, რომელსაც ყურადღება არ ექცევა, საქართველოს პოზიციონირებას კავკასიის რეგიონსა და ევროპაში, როგორც ელექტრომობილების მწარმოებელი ქვეყნის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეტი დასაქმებული ნიშნავს ნაკლებ ემიგრანტს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ თუ რა პრობლემები გვაქვს ვიზალიბერალიზაციის კუთხით და ვის აწყობს ამ კუთხით ჩვენი პრობლემები სრულიად ნათელი ხდება, რომ იმ ქვეყანას საერთოდ არ უნდა აწყობდეს მსგავსი ინიციატივების საქართველოში მინიმალურ დონეზეც კი არსებობა.  ამიტომ ვიძახი, სანამ იარლიკებს რამეს ან ვინმეს მივაწებებთ, მანამდე დავფიქრდეთ, სწორედ მტრის საქმეს ხომ არ ვაკეთებთ? რადგან ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ესეცაა, დაასამარო ქვეყნისთვის მნიშნელოვანი პროექტები ისე, რომ „მტრის ხატმა“ იმუშაოს.  მე კი კვლავ ჩემს ზემოთ ნათქვამ მოსაზრებას გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ლუსტრაციის კანონი, ადრე თუ გვიან მაინც უნდა მივიღოთ, რომ შევძლოთ, ქვეყანაც და ერთამენთიც დავიცვათ ცილისწამებისაგან, ბრალდებისგან. გავარჩიოთ ვინ არის მტერი, ვინ მოყვარე და ვინ კიდევ ბატკნის ტყავში გახვეული მგელი. 

ნანა გიგინეიშვილი

საზოგადოება