12 აპრილს, 16:00 სთ-ზე, მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალი მზიურის ტერიტორიაზე, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ სოციალურ ფოტო-გამოფენას „გაიცანი და ემეგობრე“-ს მართავს.
გამოფენა ეწყობა სოციალური კამპანია "#ემეგობრეს" ფარგლებში, რომლის მიზანია დაანგრიოს ბარიერები, რომელიც ქუჩასთან კავშირში მყოფ ბავშვებსა და საზოგადოების სხვა დანარჩენ წევრებს შორის არსებობს.
ფოტო-გამოფენის ძირითადი ხაზი ბავშვების თვალებია. გამოფენაზე მოხდება თანასწორგანმანათლებლის - მაშო ხატოევას ბიოგრაფიული, მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია. გამოფენის დროს შესაძლებელი იქნება ბავშვების მოსმენა, რომლებიც ყვებიან საკუთარ ისტორიებს:
- როგორ მოხვდნენ ქუჩაში?
- რას აკეთებდნენ ქუჩაში?
- როგორ ექცევიან სხვები მათ?
- რაზე ოცნებობენ?
გამოფენა გასცემს პასუხს კითხვაზე: როგორ მოვიქცეთ, როცა ქუჩაში მიუსაფარ ბავშს ვხედავთ?
ამავე დღეს, 15:00 საათზე ახალი მზიურის ტერიტორიაზე იგეგმება სხვადასახვა გასართობი თამაშობანი, მცირე ზომის ბატუტის დადგმა, სახის მოხატვა, ასფალტის ცარცით მოხატვა და ა.შ. მონაწილეობის საშუალება ექნება ყველა მსურველ ბავშვს.